fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

ΔΕΗ ელექტრო ენერგიაზე ფასს ზრდის – ნოემბრის თვეში გადასახადი მეტი იქნება

ელექტრო ენერგიის მომწოდებელი კომპანია, ΔΕΗ, ნოემბრის თვეში ტარიფს ზრდის და ქვითარში, რომელიც ამ თვის შემდეგ მოგვივა, გაცილებით მეტი თანხა იქნება ასახული, ვიდრე ახლა არსებული ვითარების ფონზე იქნებოდა.

კერძოდ, ΔΕΗ-ს ფასი კილოვატ საათზე იქნება 17 ცენტი, რაც 1,5 ცენტით აღემატება ახლანდელ ტარიფს (15,5 ცენტი).

თვეში 500 კილოვატზე მეტის მოხმარების შემთხვევაში ფასი კილოვატ საათზე იქნება 18,2 ცენტი, რაც აქამდე იყო 16,7 ცენტი, ხოლო ღამის შეღავათიანი ტარიფით იქნება 12,9 ცენტი, ნაცვლად 11,4 ცენტისა, რაც აქამდე იყო.

აღნიშნული ტარიფების ზრდა უკავშირდება ბირჟაზე ფასების ზრდას, რაც თავის მხრივ, გამოწვეულია საერთაშორისო ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასის ზრდით. მიმდინარე მოვლენები კი პირდაპირ კავშირშია ისრაელში არსებულ მდგომარეობაზე.

 

onalem

ტესტ