fbpx
კატეგორიის გარეშე

30 გრადუსი და აფრიკული მტვერი მომდევნო დღეებში საბერძნეთში – უჩვეულოდ თბილი ოქტომბერი

სინოპტიკოსები თანხმდებიან, რომ 2023 წელს უჩვეულოდ თბილი ოქტომბერი გვაქვს და ჩანს, რომ მომდევნო დღეებში ტემპერატურა კიდევ მოიმატებს. სამხრეთის ქარები ტემპერატურის მატებას გამოიწვევენ და ამასთან ერთად, აფრიკიდან მტვერს გადმოიტანენ. სინოპტიკოს პანაიოტის იანოპულოს თქმით, ტემპერატურა იმაზე მაღალია, ვიდრე სეზონისთვის არის დამახასიათებელი.

დღეიდან ტემპერატურა ეტაპობრივად მოიმატებს და მომდევნო დღეებში ზოგიერთ რეგიონში 30 გრადუსსაც კი მიაღწევს. მზიანი ამინდი შენარჩუნდება 26 ოქტომბრამდე, ხოლო შემდეგ შედარებით არასტაბილური გახდება დასავლეთ საბერძნეთში. მოსალოდნელია მცირე რაოდენობის ნალექი, თუმცა, მომდევნო კვირის შუა რიცხვებამდე ძლიერი ფენომენები არ გველოდება.

ატიკაში დღეს ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება, თესალონიკში კი, ტემპერატურა 14-დან 23 გრადუსამდე იმერყევებს.

ხვალ, შაბათს, ამინდი კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ტემპერატურა იონიის ზღვაში 29 რგადუსსაც კი მიაღწევს.

onalem

ტესტ