fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთში ქართველი პატიმარის მეორე ღია წერილი

“ყველას მოგესალმებით ვინც ჩემი ღია წერილი წაიკითხეთ,რომელიც ბატონი ელჩის და საქართველოს საელჩოს თანამშრომლებისადმი იყო გაგზავნილი. არ ვიცი რატომ არ ისურვა საელჩომ ამ წერილის ატვირთვა მათ გვერძე,მე ხომ სრული დიპლომატიურობით,მოწიწებით და პატივისცემით მოვიხსენიე მთელი საელჩოს წარმომადგენლობა.ახლაც გავმეორდები და დიდ პოროვნულ პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ.

მესმის და კარგად მესმის, რომ ციხიდან გამოგზავნილ წერილს თავისუფლების სურნელი თან არ სდევს,მაგრამ არამგონია დაობებული და მძაფრი “სუნი”ქონოდა ჩემს ღია “გზავნილს”. მართალია მაღალი მორალისა და ეთიკის პრინციპებს ციხე ვერ დაიკვეხნის, თუმცა გარწმუნებთ ქრესტომათიაში შესატანი უნარები გამომიმუშავა აქაურობამ. ჩემი ციხეში უსაფუძვლოდ გამომწყვდევის მიზეზი “სამართლებლივი ვანდალიზმია”და ეს ყოველივე საქარათველოს სელჩომ კარგად იცის. მხოლოდ და მხოლოდ ამით აიხსნება ჩემი ღია წერილი მათ მიმართ.

დიდი პატივისცემით სოსო კარანაძე.”

პირველი წერილი შეგიძლიათ იხილოთ აქ: საბერძნეთში ქართველი პატიმარის ღია წერილი საქართველოს ელჩს ათენში