fbpx
კრიმინალი

საქმე, რომელიც დეტექტივს ჰგავს – 35 წლის ბერძენმა დეიდა მოკლა, ხოლო 7 წლის წინ, ზუსტად იმავე დღეს საკუთარი დედა

ბერძნული მედია ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს 27 ივლისს საკუთარ სახლში ნაპოვნი ქალის საქმესთან დაკავშირებით, რომლის დეტალებისაც, არც მეტი, არც ნაკლები, აგათა კრისტისაც კი შეშურდებოდა. საუბარია 35 წლის მამაკაცზე, რომელმაც დეიდა მოკლა, ხოლო ზუსტად 7 წლის წინ, ზუსტად იმავე გზით გამოასალმა სიცოცხლეს საკუთარი დედაც.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მამაკაცმა დეიდა მისსავე სახლში 26 ივლისს მოკლა, მას სამი სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული გარკვეული საგნით, მკვლელობის იარაღი არ იქნა ნაპოვნი, ვინაიდან მკვლელმა ნაგავში გადააგდო და შემდეგ მანქანამ წაიღო. პოლიციამ პირველივე წუთებიდან ეჭვი მის დისშვილზე მიიტანა და დაიწყო კამერების შემოწმება. ერთ-ერთზე ჩანდა, რომ მამაკაცი იქიდან შენიღბული გამოვიდა, ეკეთა პარიკი, პირბადე, ეცვა უჩვეულოდ. შემდეგ კი, ერთ-ერთ ავტობუსში ჩაჯდა და პატრას დატოვება სცადა.

მამაკაცი დღეს უკვე დაკავებულია და გამომძიებლის წინაშე წარსდგა. აქვე უნდა აღინიშნოს მეორე შოკისმომგვრელი ფაქტიც, რომელიც მის დედას ეხება. ზუსტად 7 წლის წინ, ზუსტად იგივე დღეს დედამისიც მათსავე სახლში იპოვეს, უმძიმესი დაზიანებებით. მაშინ მამაკაცი 28 წლის იყო და მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს დიდხანს უმტკიცებდა, უდანაშაულობას, მაინც დააპატიმრეს განზრახ მკვლელობისთვის. თუმცა, მოგვიანებით, ოჯახის სხვა წევრების მიერ მიცემული ჩვენებების ფონზე, მისი ბრალდება გადაკვალიფიცირდა და შემსუბუქდა, როგორც სხეულის სასიკვდილოდ მძიმე დაზიანება, საკანი კი, მოკლე დროში დატოვა.

მისი დეიდა ერთ-ერთი იყო იმ ადამიანთაგან, რომელიც იცავდა ბრალდებულს და სწორედ მის სასიკეთოდ მისცა ჩვენება, საბოლოოდ კი, ისიც მისი მსხვერპლი გახდა. 35 წლის მამაკაცს, როგორც ჩანს, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

 

onalem

ტესტ