fbpx
საბერძნეთი

ემიგრანტმა ქალმა, რომელიც ექიმის როლს თამაშობდა, საბერძნეთის მასშტაბით ხალხს 100.000 ევროზე მეტი გამოსძალა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ მოხერხებული თაღლითი დააკავა, რომელსაც ბრალად უამრავი ადამიანის მოტყუება და თანხების გამოძალვა ედება. საუბარია ემიგრან 69 წლის ქალზე, რომელიც თავს ექიმად ასაღებდა და თანამზრახველებთან ერთად, ხალხს მოტყუებით ათასობით ევროს სძალავდა.

დაჯგუფება ბულგარელი ემიგრანტის მეთაურობით ტელეფონით მოქმედებდა, ისინი უკავშირდებოდნენ ძირითადად მოხუცებს, ეუბნებოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები სერიოზულად დაშავდნენ და ოპერაციები სჭირდებოდათ. კოზანის, პელასა და იმათიას ტერიტორიებზე აღნიშნული სახის თაღლითობებით მათ 100.000 ევროზე მეტი “ნადავლი” მოაგროვეს.

69 წლის ემიგრანტი გუშინ ფაქტზე დააკავეს, როდესაც მოხუცი ბერძენი ქალისგან 19.830 ევროს იღებდა, დაპირებით, რომ მის შვილს ოპერაციას გაუკეთებდა და გამოაჯანმრთელებდა. თანხა პატრონს დაუბრუნდა, ხოლო თავად თაღლითს ჯიბეზე კიდევ 4.000 ევრომდე აღმოუჩინეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს, ჰყავს თუ არა ემიგრანტ ქალს კიდევ სხვა მსხვერპლიც, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და ვერიის პროკურატურას გადაეცა.

onalem

ტესტ