fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: 5 თვიანი პატიმრობა ქალს, რომელმაც შვილი სცემა, რადგან შეყვარებულთან ერთად ღამით გარეთ გასვლა ისურვა

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკში 42 წლის ქალს 5 თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა, შვილის ცემისთვის, იმის გამო, რომ ღამით შეყვარებულთან ერთად გარეთ გასვლა ისურვა.

ინციდენტი გასულ ხუთშაბათს მოხდა, გოგონა ქუჩაში ღამით მარტო მიმავალი იპოვეს, ტიროდა და შოკურ მდგომარეობაში იყო, ქალმა, რომელმაც 12 წლის მოზარდი შენიშნა, დახმარება შესთავაზა და პოლიციაში დარეკა. გოგონამ მოგვიანებით ოფიცრებს განუცხადა, რომ დედა ფიზიკურად გაუსწორდა, ტელეფონი დაუმტვრია და შემდეგ სახლიდან გააგდო.

ირკვევა, რომ ოჯახი უკრაინიდან არის და საბერძნეთში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ, რათა საკუთარი თავისთვის ეშველათ. ქალი ამბობს, რომ ნანობს შვილზე ძალადობას, მაგრამ ისე არ უცემია, როგორც თავად გოგონა აღწერს. ვინაიდან მოზარდს უნდოდა, რომ გვიან ღამით გარეთ შეყვარებულთან ერთად გასულიყო, აღელდა და გასვლა აუკრძალა, შემდეგ მათი კამათი სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა და გოგონას ხელით შეეხო.

“დედა ვარ და ვნერვიულობ, ჩემმა შვილმა უნდა გაიგოს, რომ ცუდი რაღაცები მოულოდნელად ხდება, არ მინდოდა გვიან ღამით გარეთ გასულიყო, დავარტყი, მაგრამ ისე არ მიცემია, როგორც თავად აღწერს,” ამბობს ქალი.

ქალს საბოლოოდ შვილზე ძალადობისთვის 5 თვიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.

onalem

ტესტ