fbpx
საზოგადოება

სამი წელი პადელი პადელიდის გარეშე: “შემიძლია შენზე საათობით ვილაპარაკო”

ორ დღეში სამი წელი შესრულდება, რაც განუმეორებელმა პადელი პადელიდიმ წუთისოფელი დატოვა. თითოეული 18 თებერვლის მოახლოება მისი ოჯახის, გულშემატკივრების, მეგობრებისა და უბრალოდ მათთვისაც კი, ვინც მისი არსებობის შესახებ იცოდა, უმძიმესია. ცნობილი გახდა, რომ ხვალ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართება, ნეა იონიაში.

შეგახსენებთ, რომ პადელი 2016 წლის 18 თებერვალს ავარიაში დაიღუპა. მასთან ერთად მანქანაში ისხდნენ მინა არნაუტი და ფროსო კირიაკუ, რომლებიც ხანგრძლივი რეაბილიტაციის შედეგად გამოჯანმრთელდნენ.

მისი მეგობრები სამი წლის თავს ეხმაურებიან და სხვადასხვა სტატუსებს უძღვნიან პადელიდის:

“ორშაბათს სამი წელი გავა, რაც პადელიმ დაგვტოვა. შემიძლია შენზე საათობით ვილაპარაკო. ვინც მას ვიცნობდით, ჩვენ ყველამ ვიცით, რამდენ რამეს ინახავდა ის თავისთვის.”

onalem

ტესტ