fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

ნავპლიოს მერმა, დიმიტრის კოსტურომ, კონკურენტს სახლთან თავისი ფეკალიები დაუტოვა (ვიდეო)

პოლიტიკაში კონკურენცია ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა, ის, რაც ნავპლიოში მოხდა, ყოველგვარ საზღვრებს სცდება. როგორც ირკვევა, ნავპლიოს მერმა, დიმიტრის კოსტურომ, რომელიც განსაკუთრებით გაბრაზებულია საკუთარ მოწინააღმდეგეზე, მის სახლთან ნაგავი და ცხოველების ფეკალიები დაყარა.

სამწუხაროდ, მისი ქმედებები ამით არ დასრულებულა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ის კვლავ მიდის მის სახლთან და ამჯერად თავად იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებას, ეს ცხადია, არ ხდება შემთხვევით, არამედ გამიზნულად. შესაბამისად, გარდა ცხოველებისა, მერმა კონკურენტს თავისი ფეკალიებიც დაუტოვა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეოს გავრცელებამდე, თავად ნავპლიოს მერმა განაცხადა, რომ “შეცდომა” იყო მისი ბრაზის ამგვარად გამოხატვა და კონკურენტის სახლთან ნაგვის დაყრა.

onalem

ტესტ