fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“საბერძნეთში მდგომარეობა ვულკანს ჰგავს, რომელიც მზად არის ამოფეთქოს” – ექსპერტთა შეფასებები

ინფექციური დაავადებების სპეციალისტთა ჯგუფი საბერძნეთში არსებულ ვითარებას კრიტიკულად აფასებს. მათი თქმით, შეიძლება ყოველდღიურად გამოვლენილი შემთხვევები ცოტაა იმასთან შედარებით, რამდენი ტესტიც დღეში კეთდება, მაგრამ ეს არის რიცხვები, რომლებიც პანდემიის გავრცელების პირველ ეტაპზეც კი არ გვქონია.

დღეს ფიქსირდება 233 ახალი ინფიცირებული და გარდაცვალების ორი შემთხვევა.

ალკივიადის ვატოპულოსი შემდეგ განცხადებას აკეთებს: “პირველ რიგში ჩვენ გვყავს ასიმპტომატური ინფიცირებულები ან მსუბუქად დაავადებულები, მეორე რიგში ვირუსის გამოვლენა ხდება მთელი საბერძნეთის მასშტაბით და მესამე, გვაქვს ასე ვთქვათ, შესართავები, გადაკვეთის წერტილები. ამ ყველაფრის კომბინაცია დიდი პრობლემაა და აჩვენებს, რომ ვითარება ჰგავს ვულკანს, რომელიც მზად არის ამოფეთქოს და ამოიფრქვეს. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად. 

ვირუსი არის ყველგან, მთელი საბერძნეთის მასშტაბით და უმარტივესია, რომ სიტუაციაზე კონტროლი სწრაფად დავკარგოთ. ის არ გაქრება და ჩვენი მიზანი უნდა იყოს ინფიცირების შემთხვევათა შემცირება. ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.”

პროფესორმა ნიკოს სიფსასმა განაცხადა, რომ საბერძნეთში გადაწყვეტილებები და ინსტრუქციები შეიცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

შეგახსენებთ, რომ სკოლები 14 სექტემბერს იხსნება და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მოეთხოვებათ პირბადის ტარება.

 

onalem

ტესტ