fbpx
კრიმინალი

მიკონოსზე ქალისთვის მოპარული 90.000 ევროიანი საათი ფეისბუქზე გასაყიდად დადებული იპოვეს

როგორც უკვე ცნობილია, კუნძულ მიკონოსზე ქალბატონ ამალია კანელოპულუს ხელიდან უცნობმა პირმა Rolex Candy-ს ტიპის ძვირადღირებული საათი ხელიდან მოხსნა და შემდეგ მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, საათის ფოტოები ნაპოვნი იქნა ფეისბუქის ერთ-ერთ გვერდზე, სადაც ის გასაყიდად იყო დადებული. ირკვევა, რომ 90.000 ევროიანი ნივთი იტალიაში, კერძოდ, ნაპოლში იმყოფება და ახლა მიმდინარეობს მისი “რეპატრიაციის” ანუ უკან დაბრუნების საკითხების მოგვარება.

დანაშაულის ისტორია

“16 აგვისტოს, დაახლოებით 17:10 საათზე, მიკონოსზე მდებარე Starbucks-ის კაფეში ვიჯექი, როდესაც უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა და მარცხენა მხრიდან ხელი გამკრა. როდესაც მივიხედე, რომ გამეგო, ვინ იყო, ხელიდან საათი გამგლიჯა და მე ძირს დავეცი.

ხელიდან საათი ისე მომხსნა, ფაქტობრივად, რეაგირება ვერ მოვასწარი, ვფიქრობ, რომ სამაჯური რაღაცით გაჭრა. ამ დროს დამიზიანდა როგორც ხელი, ასევე ფეხი, რადგან დავეცი. ეს არის საათი Rolex candy, რომლის ღირებულებაც 90.000 ევროა,” წერია კანელოპულოს ჩვენებაში.

პოლიციამ ორი მძარცველის დაკავება 21 აგვისტოს შეძლო. როგორც ირკვევა, ქალისთვის საათის წართმევის პროცესში ერთი მამაკაცი მონაწილეობდა, ხოლო მეორე მას, გარეთ, მოტოციკლით ელოდებოდა, რომლის საშუალებითაც საბოლოოდ ადგილიდან მიიმალნენ.

 

onalem

ტესტ