fbpx
საბერძნეთი

დააკავეს ბერძენი 83 წლის ბებო, რომელიც უსაბუთო ემიგრანტებზე ბინას ღამეში 20 ევროდ აქირავებდა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ბერძენი 83 წლის ბებო, რომელსაც საკუთარი სახლი უსაბუთო ემიგრანტების “თავშესაფრად” ჰქონდა ქცეული, თუმცა, ამისთვის საკმაოდ თანხას იღებდა. როგორც ირკვევა, ის ბინას ღამეში თითო ადამიანზე 20 ევროდ აქირავებდა.

შემთხვევა კუნძულ როდოსზე მოხდა, სადაც პოლიციაში შევიდა ინფორმაცია, რომ ქალის სახლში საეჭვოდ ბევრი ხალხი გადაადგილდებოდა და ყველა მათგანი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. შესაბამისად, ჩატარდა გამოძიება და დადგინდა, რომ ქალი სახლს არალეგალ ემიგრანტებზე აქირავებდა. ოფიცრებმა ბინაში იპოვეს 8 ემიგრანტი, რომელთაგან საბერძნეთში ბინადრობის ნებართვა არცერთ მათგანს არ ჰქონდა.

83 წლის ქალის დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მას რაიმე სხვა უძრავი ქონებაც, სადაც იგივე საქმიანობას შეიძლება ეწეოდეს.

onalem

ტესტ