fbpx
საბერძნეთი

“ლოგიკურად, ზაფხულში პირბადეების “გადაყრა” უნდა შევძლოთ” – პროფესორი, ალკივიადის ვატოპულოს

მიკრობიოლოგიის პროფესორმა, ალკივიადის ვატოპულომ ტელეკომპანია ERT-თან საუბრისას განაცხადა, რომ თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, შევძლებთ, რომ ზაფხულისთვის პირბადეები “გადავყაროთ”, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვაქცინაციის შედეგად, ბევრად უსაფრთხო გახდება ჩვენი ყოველდღიური გადაადგილება.

“პანდემიას გავუმკლავდებით ვაქცინაციით. ვიდრე გვექნება ოფიციალური ნებართვა, რომ ეს პროცესი დაიწყოს, უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება და დავიცვათ წესები. ამისთვის რამდენიმე თვე იქნება საჭირო. უნდა ვიყოთ ოპტიმისტები და ამავე დროს, არ ვიფიქროთ, რომ ვაქცინის ჩამოსვლისთანავე პირბადეებს მოვიხსნით.

ლოგიკურად, ზაფხულისთვის უნდა შევძლოთ, რომ პირბადეები “გადავყაროთ”, ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იქნება ვაქცინირებული. პარალელურად, არ უნდა მოვდუნდეთ ზედმეტად და მაინც უნდა დავიცვათ საკუთარი თავი, სხვადასხვა სიტუაციებში.

ვფიქრობ, რომ ეს კარანტინი არ ჰგავს მარტში დაწესებულ კარანტინს, რადგან საზოგადოებამ არ მიიღო ისე სერიოზულად მიიღო ეს ყველაფერი, როგორც პირველად. ახლა უმთავრესია, დღესასწაულებზე ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად, თუკი ერთ მაგიდასთან შევიკრიბებით 50 ადამიანი, ეს ყველაფერი მოგვიანებით ტრაგედიად შეიძლება იქცეს,” განაცხადა პროფესორმა.

ამრიგად, გაზაფხულის დასაწყიში საბერძნეთში იგეგმება ვაქცინაციის პროცესის დაწყება და ზაფხულისთვის მოსახლეობა ერთგვარად ამოისუნთქებს. რაც შეეხება პირბადეების “გადაყრის” საკითხს, პროფესორი გულისხმობს, რომ მისი ტარება შეიძლება აღარ იყოს სავალდებულო აბსოლუტურად ყველგან, არამედ მხოლოდ კონკრეტულ, დახურულ სივრცეებში, ვინაიდან ვირუსი ვაქცინაციის შედეგად არ გაქრება, ჩვენ მხოლოდ გვექნება ძლიერი იარაღი მასთან საბრძოლველად. შესაბამისად, კვლავ საჭირო იქნება საკუთარი თავის დაცვა.

onalem

ტესტ