fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთს ხვალიდან “სახიფათო” კლიმატური ფენომენი უახლოვდება – სინოპტიკოსთა პროგნოზი

სინოპტიკოსთა ინფორმაციით, ხვალიდან საბერძნეთს ერთგვარად სახიფათო კლიმატური ფენომენი უახლოვდება, რომელიც გამოიწვევს ძალიან ძლიერ წვიმას და ასევე ძლიერ ქარს ზღვის ტერიტორიებზე. როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, ამინდის გაუარესება, დიდი ალბათობით, გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს რამდენიმე რეგიონში.

კერძოდ, დღეს ღამის საათებიდან ფენომენი გაძლიერდება დასავლეთ საბერძნეთში, გამოიწვევს უხვ ნალექს, ძლიერ ჭექა-ქუხილს და ოთხშაბათს და ხუთშაბათს აქტიურად შენარჩუნდება. ირკვევა, რომ კლიმატური ფენომენი იტალიიდან გადმოინაცვლებს საბერძნეთის ტერიტორიაზე.

დღეს ღამით წვიმაა მოსალოდნელი იონიის კუნძულებზე, ხვალ დილიდან კი ცენტრალურ მაკედონიაში, თრაკისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე გავრცელდება.

ხუთშაბათს შუადღიდან უხვი ნალექია მოსალოდნელი კიკლადესის კუნძულებზე, კრეტაზე, დოდეკანესის კუნძულებზე. იწვიმებს ატიკის რეგიონშიც.

სინოპტიკოსთა თქმით, ფენომენი საბერძნეთში შაბათამდე შენარჩუნდება, ხოლო დეკემბრის მეორე ნახევარი ამინდის მკვეთრი ცვლილებების გარეშე ჩაივლის.

ამინდი ათენში ოთხშაბათს და ხუთშაბათს:

onalem

ტესტ