fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ნუ დაწერთ სოციალურ ქსელში, რომ მიემგზავრებით – მძარცველების ხრიკები, რომლებიც შესაძლოა არ იცით!

სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით ბერძნული მედია და პოლიცია მოსახლეობის ინფორმირებას ააქტიურებს. სააღდგომო დღეებში, ასევე უქმეებსა და “სუფთა ორშაბათის” დღეს ძალიან ბევრი ადამიანი მიემგზავრება რამდენიმე დღით სახლიდან შორს. სწორედ ამ პერიოდში იხელთებენ ხოლმე მძარცველები დროს და თავს ესხმიან სახლებს. თუმცა, როგორც აგროვებენ ინფორმაციას ისინი თქვენს შესახებ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავტოვოთ შთაბეჭდილება თითქოს დიდი ხნით გავემგზავრეთ.

ამისთვის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ 1) არ დაწეროთ სოციალურ ქსელში თქვენი მოგზაურობების შესახებ, ან დახურეთ პროფილი, ეს მათ მთავარ იარაღად იქცა, ფეისბუქის და ინსტაგრამის ეპოქაში. მხოლოდ თქვენს გვერდზე შემოსვლით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თქვენი ყოველი ნაბიჯის შეტყობა, თუკი აქტიურად პოსტავთ.

2) არ შეინახოთ არანაირი გასაღები სახლში, როცა გაემგზავრებით.

3) არ ჩამოაფაროთ ფარდები.

4) არ დატოვოთ სახლში ნივთები, რომლებსაც ასე თუ ისე მაღალი ფასი აქვთ ან თქვენთვის არის ღირებული.

5) არ დატოვოთ ელექტრო ენერგიის, წყლის და ა.შ. ქვითრები. ამ გზით აშკარა ხდება, რომ თქვენ სახლში არ ხართ.

onalem

ტესტ