fbpx
კრიმინალი

ათენში საბერძნეთის პოლიციის მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში, კერძოდ, აგია ვარვარას ტერიტორიაზე, საბერძნეთის პოლიცია ნარკოდანაშაულთან  დაკავშირებით სპეცოპერაციას ატარებს.

ოპერაცია, რომელშიც 100-მდე ოფიცერი მონაწილეობს, დილის 06:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

ირკვევა, რომ უკვე დაკავებულია 20-მდე პირი. ჩხრეკა მიმდინარეობს სახლებსა და სხვადასხვა მაღაზიებში. ამოღებულია მინიმუმ 2,5 კგ კოკაინი და 2.000 ნარკოტიკული აბი.

იგივე სახის ოპერაიციები ჩატარდა აგიუს ანარგირუს და მენიდის ტერიტორიებზეც.

onalem

ტესტ