fbpx
საზოგადოება

ბერძენმა მამაკაცმა ტაქსი გამოიძახა და მძღოლს სთხოვა სუვლაკები და შოკოლადი მიეტანა მისთვის

რადიოტაქსის ოპერატორი და ერთ-ერთი მძღოლი ყურებს არ უჯერებდნენ, როდესაც მამაკაცმა მათგან, ფაქტობრივად, მიტანის სერვისი ითხოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოსში, 21:00 საათის შემდეგ, როდესაც გადაადგილება დასაშვები აღარ არის, მამაკაცმა ტაქსიში დარეკა და პირდაპირ მძღოლთან გასაუბრება ითხოვა. როდესაც დააკავშირეს, უთხრა, რომ არსად გადაყვანა არ სჭირდებოდა, არამედ ითხოვა, რომ მისთვის მიეტანა სუვლაკები და შოკოლადი. როგორც ჩანს, ეს სწრაფი კვების ობიექტი, საიდანაც სუვლაკები უნდოდა, მიტანის სერვისით არ უზრუნველყოფს კლიენტებს.

გასაოცარია, მაგრამ მძღოლმა, გაოგნების მიუხედავად, მას თხოვნა შეუსრულა და რამდენიმე წუთში უკვე მისი სახლის ქვემოთ იყო “შეკვეთის” გადასაცემად. ცხადია, მან თანხა გადაუხადა.

მედიის ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები ამ მიზნით რეკავენ ტაქსიში და გამომდინარე იქიდან, რომ მძღოლებს ბევრი სამუშაო არ აქვთ კარანტინის პერიოდში, უარს არ ამბობენ, თანხის ამ გზით გამომუშავებაზე.

 

onalem

ტესტ