fbpx
საზოგადოება

ათენი: პატარძალი ეკლესიაში ჯვრისწერისთვის ქალაქის ტრილეიბუსით მივიდა!

უჩვეულო კადრები ათენში, კერძოდ, პირეაზე, წმინდა ელეფთერიოს სახელობის ეკლესიასთან დაფიქსირდა. როგორც ჩანს, პატარძალმა საკუთარი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დღეს ეკლესიაში გამოცხადება განსხვავებული ფორმით ამჯობინა და ადგილზე არა მდიდრული მანქანით, არამედ ქალაქის ტროლეიბუსით მივიდა.

ადგილობრივები თვალებს არ უჯერებდნენ, როცა გრანდიოზულ კაბაში გამოწყობილი პატარძალი მამის თანხლებით ტროლეიბუსიდან ჩამოვიდა და ეკლესიისკენ ჯვრის დასაწერად გაემართა.

როგორც კადრებიდან ჩანს, ის ტკბებოდა ყურადღების ცენტრსა და ფოტოგრაფების გარემოცვაში ყოფნით.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ