fbpx
საბერძნეთი

კურაბიე და მელომაკარონა 2023 წელს კილოგრამი 16 ევროდ – საშობაო ტკბილეული სიძვირის რეკორდს ხნის

საშობაო პერიოდამდე სულ მცირე დრო დარჩა და მაღაზიები უკვე ემზადებიან განსაკუთრებული რეჟიმით მუშაობისთვის. ბევრმა საცხობმა უკვე დაიწყო მელომაკარონასა და კურაბიეს დამზადება, რადგან როგორც ჩანს, მოთხოვნა უკვე ფიქსირდება.

როგორც ყველა სხვა დანარჩენ პროდუქტზე, საშობაო ტკბილეულზეც ვამჩნევთ სიძვირესა და ფასების მომატებას და ჩანს, რომ ვისაც სურს, რომ საშობაოდ ტრადიციული ტკბილეული, კურაბიე და მელომაკარონა ჰქონდეს სუფრაზე, ჯიბეში ხელი ღრმად უნდა ჩაიყოს.

როგორც ბერძნული ტელეკომპანიის სიუჟეტიდან ირკვევა, 1 კგ მელომაკარონას ფასი 16 ევროს აღწევს და სავარაუდოდ, კურაბიესაც იგივე საფასური ექნება.

ამას გარდა, ბერძნულ ფუნთუშას, იგივე ცურეკს, რომელიც ასევე ძალიან მოთხოვნადია სადღესასწაულო პერიოდში, წელს კილოგრამი 12 ევრო ეღირება, რაც შეეხება “დიპლებს”, მათი საფასური იქნება ნახევარ კგ-ზე 6 ევრომდე იქნება.

onalem

ტესტ