fbpx
საბერძნეთი

ფასდაკლებები 80%-მდე – “შავი პარასკევი” საბერძნეთში და კვირა დღეები, როცა მაღაზიები ღია იქნება

“შავი პარასკევი” ორ კვირაზე ნაკლებ დროში მოდის და სულ მალე გრანდიოზული ფასდაკლებებით სარგებლობას შევძლებთ. როგორც ირკვევა, საბერძნეთში ზოგიერთი მაღაზია 80%-მდე ფასდაკლებასაც კი შემოგვთავაზებს და ეს შეთავაზებები არ ეხება კონკრეტულად 24 ნოემბერს, არამედ 20 ნოემბერს დაიწყება და მთელი კვირის მანძილზე იქნება ძალაში.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რომელ კვირა დღეებში იქნება მაღაზიები ღია 2023 წელს. სავარაუდოდ, ეს იქნება ორი კვირა დღე, 24 დეკემბერი, შობის წინა დღე და ასევე 31 დეკემბერი, ახალი წლის წინა დღე.

მაღაზიებს აღნიშნულ დღეებში სამუშაო გრაფიკი ექნებათ შერჩევითაც, თუმცა, ძირითადად სამუშაო საათები იქნება 11:00-დან 20:00 საათამდე, ზოგიერთი პატარა მაღაზია შესაძლოა დაიკეტოს 18:00 საათზეც.

ტრადიციულად, შავი პარასკევის შემდეგ გვექნება ციფრული ორშაბათიც, ე.წ. Cyber Monday, რაც ნიშნავს ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს ონლაინ-ვაჭრობისას და აღნიშნული დღე იქნება 27 ნოემბერს.

onalem

ტესტ