fbpx
კრიმინალი

“ბოდიში, დედაჩემის ფსიქიკურ პრობლემებს ვეღარ ვუძლებდი” – 34 წლის მამაკაცის წერილი, რომელმაც თესალონიკში დედას ესროლა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ჯერ კიდევ ეძებს 34 წლის მამაკაცს, რომელსაც საკუთარი დედის მკვლელობა ედება ბრალად. მის სახლში ჩატარდა გამოძიება, დეტალურად გამოიკვლიეს ყველა საჭირო ადგილი და საბოლოოდ, პოლიციამ მიაგნო წერილსაც, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულს ჰქონდა დატოვებული.

როგორც ირკვევა, წერილში ის ბოდიშს იხდის დანაშაულის ჩადენისთვის და განმარტავს, რომ ვეღარ უძლებდა დედის ფსიქიკურ პრობლემებს, შესაბამისად, გადაწყვიტა მოეკლა ის. ამას გარდა, აღნიშნავს, რომ ჰქონდათ სერიოზული ფინანსური პრობლემებიც.

ადგილობრივები შეძრულები არიან მომხდარით და აცხადებენ, რომ არასოდეს გაუგონიათ მათგან ჩხუბის ხმა:

“ზუსტად მათ მოპირდაპირედ ვცხოვრობ. არასოდეს გამიგია, რომ ჩხუბობდნენ, მშვიდი ოჯახი იყო, ბიჭი მუშაობდა. ამ ამბავმა ფეხქვეშ მიწა გამოგვაცალა. ორშაბათს ვნახე ბოლოს, მაგრამ უცნაური არაფერი შემინიშნავს. მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა უბედური შემთხვევის შედეგად,” ამბობს მეზობელი.

onalem

ტესტ