fbpx
კრიმინალი

“ვინ იცის, რა ზომამდე მიიყვანა იოანამ ის ქალი” – ამბობდა მეგობრებთან 35 წლის ბრალდებული როცა მისი დანაშაულის შესახებ ტელევიზიით განაცხადეს

როგორც ადვოკატები და ფსიქოლოგები ამბობენ, 35 წლის ეფი დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ არა იმიტომ, რომ დანაშაული არ დაადასტუროს, არამედ იმიტომ, რომ ის ერთი წუთითაც არ ნანობს, რაც გააკეთა და რომ ქალი, ფაქტობრივად, ბოროტებით არის შეპყრობილი. ის წერდა თავისი გეგმების შესახებ, წერდა, თუ ვინ წარმოადგენდა მისთვის საფრთხეს სხვადასხვა გარემოში, ანუ რომელ ქალს შეეძლო, რომ მისთვის წართმია კაცი, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, არც კი ჰყვარებია.

როგორც უკვე ცნობილია, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა, დადიოდა კლუბებში, იოანას კი გუშინ მე-5 ოპერაცია ჩაუტარდა და სახე ისეთ მდგომარეობაში აქვს, რომ ჭამაც კი არ შეუძლია.

ყველაზე შემზარავი არის ფაქტი, რომ როდესაც საზოგადოებამ მჟავით თავდასხმის ამბავი ტელევიზიის საშუალებით გაიგო და შესაბამისად, მოისმინეს მისმა მეგობრებმაც, ის მათთან ამბობდა:

“ვინ იცის, რა მდგომარეობამდე და ზომამდე მიიყვანა იოანამ ის ქალი. მაგრამ არა, არაფერი ამართლებს მის საქციელს, ეს უკიდურესად სასტიკი ანგარიშსწორებაა.”

ამრიგად, ეფი საკუთარი თავის შესახებ საუბრობდა, თუმცა, ამას მისი ოჯახი და მეგობრები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ. ჩანს, რომ თითქოს ის ნორმალური ფსიქიკის ადამიანია, რომელმაც ისე შეაფასა მომხდარი, როგორც ბევრმა სხვა ადამიანმა, მაგრამ მისი ნიღბის უკან ეჭვებით სავსე ქალი იმალებოდა, რომელმაც სრულიად უმიზეზოდ 34 წლის იოანა პაპასპირუს ცხოვრება დაუნგრია.

როგორც ირკვევა, ის ახლა ციხის კაფეში სამუშაოს ითხოვს.

onalem

ტესტ