fbpx
საბერძნეთი

ტაქსისტი თესალონიკიდან, რომელმაც რეკორდი მოხსნა – ერთი და იგივე მერსედესით 4,6 მილიონი კილომეტრი გაიარა

თუ ვინმეს ამ ისტორიას მოუყვებით, ნამდვილად არ დაიჯერებს – თესალონიკელმა ტაქსისტმა ერთი და იგივე მანქანით, Mercedes Benz 240D-ით 4,6 მილიონი კილომეტრი გაიარა და ფაქტობრივად, რეკორდი მოხსნა. ეს ისტორია დაუჯერებელია იმ მხრივ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ უმეტესობა, თუ ყველა არა, ცვლის საკუთარ ავტომობილს ახალ მოდელზე.

გრიგორიოს სახინიდიმ, თესალონიკიდან, 4,6 მილიონი კილომეტრი გაიარა თავისი მანქანით, ვინაიდან ეს მერსედესი მისი სამსახურის მანქანაც იყო. ავტომობილი 1976 წელს არის ნაწარმოები და ცნობილმა კომპანიამ მას ისიც კი სთხოვა, რომ შტუტგარდის მუზეუმისთვის გადაეცა, როგორც უნიკალური ნივთი, რომლითაც რეკორდი დაამყარა. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც ნამდვილად ყველაზე დიდია, რაც კი მსოფლიოში დაფიქსირებულა.

ბატონმა სახინიდიმ მანქანა ძმის დახმარებით გერმანიიდან ჩამოიყვანა, მაშინ ის უკვე 4 წლის წარმოებული იყო, მას შემდეგ, 23 წლის მანძილზე ემსახურებოდა ბერძენ მაღალჩინოსნებს, მაგალითად: კოსტას კარამანლის და ბევრ სხვა ცნობილ ადამიანს: მარინელას, დიმიტრის მიტროპანოს და ა.შ.

ამას გარდა, გადაჰქონდა ჰუმანიტარული დახმარება ომის დროს სერბეთში, რომელიც მაშინ განადგურებული იყო.

როგორც თავად ბატონო გრიგორიოს სახინიდი ამბობს, ფინანსური პრობლემების გამო არ შეეძლო, რომ მანქანა შეეცვალა, მეორეს მხრივ კი, შეიძინა ისეთი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ტაქსისტის საქმიანობას მრავალი წელი გაუძლებდა.

 

onalem

ტესტ