fbpx
საბერძნეთი

“უმჯობესია ხალხი გარეთ იყოს, ვიდრე სახლებში, უნდა გაიხსნას კაფეებიც” – ათინა ლინუ

ეპიდემიოლოგიის პროფესორი, ათინა ლინუ, მატინა პაგონის მსგავსად, აცხადებს, რომ კარანტინს საბერძნეთში უკვე არანაირი აზრი აღარ აქვს. მისი თქმით, უნდა მოხდეს დამატებითი ზომების მიღება, რომლებიც ხალხს საშუალებას მისცემს, გარეთ მეტი დრო გაატაროს.

რას გულისხმობს ის?

ლინუს თქმით, ჩაკეტილობა უკვე ხალხის დახურულ სივრცეებში თავშეყრას იწვევს და უმჯობესი იქნება, რომ კარგ ამინდში ადამიანებმა გარეთ მეტი დრო გაატარონ, ვიდრე სახლებში.

“ხალხი უნდა იყოს გარეთ, მაგრამ დისტანციები მკაცრად უნდა დაიცვან. ახლა უმთავრეს პრობლემად რჩება საჯარო ტრანსპორტში არსებული მდგომარეობა, რომელიც ვერანაირად ვერ გვარდება, რადგან პასუხისმგებლობას არ იღებს კონკრეტული სტრუქტურა. ვფიქრობ, შესაძლებელია ავტობუსების დაქირავება, ტაქსის ვაუჩერების გაკეთება, მოსახლეობის რაიმე გზით წახალისება. 

ამას გარდა, სუპერმარკეტებმა უნდა გაზარდონ მუშაობის გრაფიკი და კაფეები და ტავერნები უნდა გაიხსნას, მკაცრი ზომების დაცვით. ეს არის ეტაპი, როცა თავშეყრას უკვე ამ გზებით უნდა ვებრძოლოთ,” აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ