fbpx
საბერძნეთი

სულ მალე საბერძნეთში! პირადობის მოწმობა და სხვადასხვა დოკუმენტები ციფრულ სისტემაში

საბერძნეთის ციფრული პოლიტიკის მინისტრი, კირიაკოს პიერაკაკი აცხადებს, რომ სულ მალე პირადობის დამადასტურებელი მოწმობები მოსახლეობას ტელეფონებში ექნება.

“ΤΑ ΝΕΑ”-სთან საუბარში მან აღნიშნა, რომ გამოყენებულ იქნება იგივე აპლიკაცია, “საფულე”, რომელსაც ამჟამად კოვიდ-სერთიფიკატებისთვის ვიყენებთ და ბევრ ადამიანს ყოველდღიურობა გაუმარტივა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჩატვირთული იქნება კონკრეტულ აპლიკაციაში და ადამიანი საჭიროებისამებრ წარადგენს მას, ნაცვლად ფიზიკური დოკუმენტისა.

ამას გარდა, მისი თქმით, დაემატება სხვა სერვისებიც ფიცრული სახით, მაგალითად: მართვის მოწმობები, ჯანმრთელობის ისტორია და ა.შ.

საბერძნეთი ცდილობს, მაქსიმალური სისწრაფით გადავიდეს ციფრულ სისტემაზე და შეამციროს ბიუროკრატია, რომლიც დაძლევასაც ყოველდღე ათასობით ადამიანი ცდილობს. ფაქტობრივად, მიზანია, საბერძნეთში იდენტობა სრულად უნდა იყოს გადატანილი მობილურ ტელეფონებში და შეიზღუდოს ქაღალდთა რაოდენობა, რომელთაც ამ დრომდე კვლავ ვიყენებთ სხვადასხვა მიზნებისთვის.

 

onalem

ტესტ