fbpx
საბერძნეთი

რომის პაპი საბერძნეთის მიგრანტებს: “ვისაც თქვენი ეშინია, თქვენთვის თვალებში არ ჩაუხედავს”

როგორც უკვე ცნობილია, რომის პაპი კუნძულ ლესვოზე ჩავიდა და მიგრანტთა საცხოვრებელი მოინახულა. თავშესაფრის მაძიებლებს მან შემდეგი სიტყვებით მიმართა:

“მე აქ ვარ, რომ ვნახო თქვენი სახეები, ჩაგხედოთ თვალებში. თვალებში, რომლებიც სავსეა შიშით, რომელთაც ნანახი აქვთ სიღარიბე და ძალადობა. ვისაც თქვენი ეშინია, თქვენთვის თვალებში არ ჩაუხედავს.

ეს ქვეყანა რთულ მდგომარეობაში იმყოფება, ტრაგიკულია, რომ ვიღაცები ევროპაში ისე აკეთებენ, თითქოს, მიგრაცია მათ არ ეხებოდეთ. აქ საუბარია ადამიანებზე, მათ სიცოცხლეზე! ჩვენს მომავალზე, რომელიც მშვიდობიანი და ნათელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ყველაფერს გავიზიარებთ. ცალმხრივი ქმედებები არ არის სასარგებლო, გვჭირდება ფართო აზროვნების პოლიტიკა. ისტორია ამას გვასწავლის, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გვისწავლია.

უნდა შეწყდეს სინამდვილისთვის ზურგის ქცევა, პასუხისმგებლობის ერთმანეთისთვის გადაბარება. მიგრაცია ყოველთვის მხოლოდ ერთი დიდი ტვირთი იყო, რომლის ზიდვაც მხოლოდ ერთ მხარეს ეკისრებოდა. მიგრაციის საკითხთან გამკლავება ევროპის საერთო პასუხისმგებლობაა,” განაცხადა მან.

 

onalem

ტესტ