fbpx
საბერძნეთი

ჯარიმების გაზრდა 500 ევრომდე და გადაადგილების აკრძალვა ყოველდღე18:00 საათიდან – რა გველის ატიკაში?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ატიკაში ორშაბათიდან შესაძლოა ახალი ზომების შესახებ დააანონსონ. რაზეა საუბარი?!

მიუხედავად იმისა, რომ ატიკის რეგიონში 11 თებერვლიდან მკაცრი ზომები მოქმედებს, ჩანს, რომ მანქანების მოძრაობა 50%-ით არის გაზრდილი მარტის თვესთან შედარებით, როდესაც პირველი კარანტინი მოქმედებდა. მაშინ მოძრაობა შემცირებული იყო 7%-მდე.

გამომდინარე არსებული მდგომარეობიდან, ექსპერტები ფიქრობენ, რომ საცობები და მოძრაობა არ იძლევა დამაკმაყოფილებელ შედეგს და ქალაქს მაინც არ ეტყობა “უმკაცრესი” კარანტინი, რის გამოც ელოდებიან, რომ ორშაბათიდან სურათი კიდევ შეიცვალოს. ისინი იმედოვნებენ, რომ დაკეტილი დაწესებულებების ფონზე იმ კვირიდან მაინც შემცირდება გადაადგილების ტენდენცია.

მედია იუწყება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ორი დამატებითი ზომა:

  • ჯარიმების გაზრდა 300 ევროდან 500 ევრომდე
  • გადაადგილების აკრძალვა 18:00 საათიდან, არა მხოლოდ შაბათ-კვირას, არამედ ყოველდღიურად.

ოფიციალური გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ