fbpx
საბერძნეთი

ათენი: ხვალ, 31 ოქტომბერს, ტრამვაი რამდენიმე საათით არ იმუშავებს!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხვალ, 31 ოქტომბერს, ტრამვაის თანამშრომლები არ იმუშავებენ. შესაბამისად, ეს ტრანსპორტი რამდენიმე საათით მუშაობას შეწყვეტს.

კერძოდ, ხვალ, სამშაბათს, ტრამვაი არ იმოძრავებს 10:00 საათიდან და მუშაობას აღადგენს, სავარაუდოდ, 13:00 საათის შემდეგ.

დაგეგმილია აღნიშნული ტრანსპორტის თანამშრომელთა სპეციალური შეხვედრა, გარკვეული საკითხების განსახივლელად, შესაბამისად, მუშაობას განაახლებენ, როდესაც შეხვედრა დასრულდება.

არსებული ცნობებით, ყველა სხვა დანარჩენი ტრანსპორტი იმუშავებს ჩვეულებრივ რეჟიმში.

onalem

ტესტ