fbpx
საბერძნეთი

მიტილინი: არასრულწლოვანი იმიგრანტი შენობის სახურავიდან გადმოაგდეს

მიტილინის კარა ტეპეს ტერიტორია კიდევ უფრო უარესი ჩანს, ვიდრე მორიას ბანაკი. ლესვოსზე 20.000-მდე თავშესაფრის მაძიებელი ცხოვრობს და მათი ყოველდღიურობა, ფაქტობრივად, სიცოცხლისთვის ბრძოლაშია გადაზრდილი. უცხო არავისთვის არის ის არაადამიანური პირობები, რომლებშიც ომს გამოქცეული ადამიანები ცხოვრობენ და ეს პირობები მათ ფსიქიკას კიდევ უფრო ანადგურებს.

გუშინ ღამით, დაახლოებით 04:00 საათზე, უცნობი მიზეზების გამო იმიგრანტების ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა და შეხლა-შემოხლის დროს, მიტოვებული შენობის სახურავიდან 17 წლის ბიჭი გადმოაგდეს.

არასრულწლოვანი დაახლოებით 4 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო.

ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულია 23 წლის უცხოელი მამაკაცი, რომელსაც მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. ამ დროისთვის იძებნება მისი ორი თანამზრახველი.

onalem

ტესტ