fbpx
ემიგრაცია

ელჩის შეხვედრები ათენის ქართული დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

2020 წლის 29 მაისს და 1 ივნისს შედგა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით დონდუას გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ათენის რამდენიმე ქართული დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
 
ელჩმა საქართველოს საელჩოში უმასპინძლა ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრის „კავკასია“ ხელმძღვანელს, პროფ. ავთანდილ მიქაბერიძეს და ათენის ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელ ირინა მათურელს. ასევე, ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელ ნანა თევდორაძეს და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელ ავთანდილ გიუნაშვილს.
 
საქართველოს ელჩმა თანამემამულეებს მიულოცა ქართული დიასპორის დღე. დავით დონდუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიერ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მხარდაჭრა, საქართველოს სახელმწიფოს განვითარების პროცესში ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და ემიგრანტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა საელჩოს საქმიანობის ცენტრალურ მიმართულებებს წარმოადგენს.
 
შეხვედრებზე საქართველოს ელჩმა და დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს ქართული დიასპორისთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური არაერთი საკითხი და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
 
საქართველოს ელჩი განაგრძობს შეხვედრებს დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან როგორც ათენში, ისე საბერძნეთის სხვა ქალაქებში.

onalem

ტესტ