fbpx
საბერძნეთი

“თამთა არის შაქარი ჩემს ყავაში, მასთან სიმღერისას თავს დაცულად ვგრძნობ” – ბრწყინვალე თამთა ტელეკომპანია Mega-ზე

გუშინ თამთა ჯგუფ “Μελισσες”-სთან ერთად ტელეკომპანია Mega-ზე გამოჩნდა. ჯგუფისადმი სიყვარულის გამოსახატად მან თმის ვარცხნილობაც კი ფუტკრის სტილში გადაწყვიტა. ის იყო პირველი მიწვეული სტუმარი, რომლის გარეშეც საღამო წარმოუდგენელი იქნებოდა.

თამთასა და ხრისტოს მასტორას მრავალწლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებთ. ისინი ერთად მღერიან გასართობ ცენტრ BOX-ში, რომელიც ამჟამად არ მუშაობს, მაგრამ როგორც მასტორამ თქვა, ისევ მალე მოვა კარგი დღეები, როცა შეძლებენ ისევ ერთად იყვნენ.

“როცა მასთან ერთად ვმღერი, თავს დაცულად ვგრძნობ. ის არის შაქარი ჩემს ყავაში, მე კი ქარი მის თმაში. ის არის არაჩვეულებრივი მომღერალი და ჩემი კარგი მეგობარი. ქალბატონებო და ბატონებო, თამთა” – ასეთი სიტყვებით უმასპინძლა მასტორამ ქართველ მომღერალს სცენაზე.

იხილეთ მთლიანი გადაცემა, თამთას შემოსვლა 17:10 წუთიდან:

onalem

ტესტ