fbpx
ჯანმრთელობა

კრანიდის იმიგრანტების დასახლებიდან ორი ჩვილი ათენში გადმოჰყავთ – მათ ვირუსი დაუდასტურდათ

გავრცელებული ინფორმაციით, კრანიდის იმიგრანტების დასახლებაში მცხოვრები ორი ჩვილი იმ 150 ადამიანში შედის, რომელთა პასუხებიც კორონავირუსზე დადებითს აჩვენებს.

როგორც ირკვევა, ორი ახალშობილი ათენის საავადმყოფოში გადმოჰყავთ, რადგან, მათი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

ნიკოს ხარდალიასის განცხადებით, კრანიდიში ჩატარდა კიდევ 177 ტესტი, რომლებიც ამ დროისთვის მუშავდება და პასუხები სავარაუდოდ ხვალ დილით გახდება ცნობილი. ეს ტესტები ჩაუტარდათ ამ ტერიტორიაზე მომუშავე პოლიციელებს, ბანკის თანამშრომლებს და ა.შ. ანუ მათ ვინც, კონტაქტში შევიდა ინფიცირებულებთან.

შენობა, სადაც იმიგრანტები არიან განთავსებული, იზოლირებულია და შესვლა-გასვლა იკრძალება. ვირუსის მქონე ხალხი თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები თითქმის არავის აღენიშნება.

onalem

ტესტ