fbpx
ეკონომიკა

ყურადღება! ხვალ გრძელი ვადით უმუშევრებისთვის 400 ევროს ჩარიცხვა იწყება

ხვალიდან, 23 აპრილიდან, საბერძნეთში მოსახლეობის გრძელი ვადით უმუშევარ ნაწილს 400 ევრო ჩაერიცხება. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც მინიმუმ 12 თვეა, რაც ოფიციალურად არიან რეგისტრირებულნი ΟΑΕΔ-ში, როგორც უმუშევრები. კონკრეტულად 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 16 აპრილამდე მაინც.

ეს არის ერთჯერადი დახმარება, რომელსაც საბერძნეთის მთავრობა კორონავირუსის კრიზისის პერიოდში გასცემს.

ბენეფიციარებს თანხა საკუთარ ბანკის ანგარიშებზე დაერიცხებათ, რომლებიც უკვე დარეგისტრირებული აქვთ ΟΑΕΔ-ში, ხოლო მათ, ვისაც ბანკის ანგარიში არ აქვთ, 3 მაისამდე უნდა მოახდინონ მისი გახსნა და დარეგისტრირება, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხის ჩარიცხვა ვერ მოხდება.

აღსანიშნავია, რომ ისინი ვისი უმუშევრობის ცნობასაც (კარტა ანერგიას) ვადა გაუვიდა იანვრის, თებერვლის ან მარტის თვეში, თანხის ჩარიცხვა კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივდებათ. ანუ 400 ევრო გადაეცემათ კიდევ ორი თვის მანძილზე.

ყველა აღნიშნული დახმარების აღება შეუძლიათ საბერძნეთში ლეგალურად მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებსაც, თუკი აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებს.

onalem

ტესტ