fbpx
ეკონომიკა

საბერძნეთის კერძო სექტორში დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი კიდევ იზრდება

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში კერძო სექტორში დასაქმებულთა მინიმალური ხელფასის კიდევ უფრო გაზრდა იგეგმება. პირველადი ცნობებით, საუბარია თანხის 26-დან 32 ევრომდე გაზრდაზე. გამომდინარე აქედან მინიმალური ხელფასი იქნება არა 650, არამედ 676-დან 682 ევრომდე.

გარდა ამისა, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მომდევნო სამი წლის მანძილზე მინიმალური ხელფასი 703 ევრომდე უნდა გაიზარდოს. აღნიშნული ცვლილებები შეეხება ნახევარ მილიონ დასაქმებულს, მათ, ვინც მუშაობს სრულ განაკვეთზე და იღებს მინიმალურ ხელფასს, 650 ევროს და მათაც, ვინც, მუშაობს ნახევარ განაკვეთზე და იღებს 500 ევროზე ნაკლებ ხელფასს.

ხელფასების ზრდა ძალაში შევა 2020 წლის თებერვლის ბოლო ათი დღის მანძილზე.

 

 

onalem

ტესტ