fbpx
ჯანმრთელობა

“1 ადამიანს შეუძლია, რომ ვირუსი 85 სხვა ადამიანს გადასდოს” – ნიკოს სიფსასის საგანგებო გაფრთხილება

ტელეკომპანია ΑΝΤ1-თან საუბრისას, ინფექციური დაავადებების პროფესორმა, ნიკოს სიფსასმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის არათუ მეორე, არამედ პირველი ტალღაც კი შესაძლოა ზაფხულში განახლდეს.

“ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ზაფხულზე და იმაზე, რომ შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების პირველი ტალღა ზაფხულშივე განახლდეს და ეს იქნება უდიდესი წარუმატებლობა. ინფიცირების შემთხვევები ძალიან არის გაზრდილი და არსებობს ორი მთავარი რისკი, “იმპორტირებული” შემთხვევები და შემდეგ უკვე აქ გავრცელება. ვირუსი ზარს რეკს და სანამ ის აქ არის, ჩვენ ყველა საფრთხეში ვართ.

შესაძლოა ახალაგზრდებს ნაკლები საფრთხე ემუქრებათ, მაგრამ ისინი ამ ვირუსს ავრცელებენ. ერთ ადამიანს შეუძლია, რომ ის 85 სხვა ადამიანს გადასდოს, არათუ 2-ს ან 3-ს. ისეთ ადგილებში, სადაც არსებობს ხალხით გადატვირთულობა, არსებობს უდიდესი რისკებიც.

ადგილობრივი კარანტინი იქნება რეალობა. თუ დაფიქსირდება, რომ რომელიმე კუნძულზე არიან ინფიცირებულები, ყველა იზოლაციაში შევა. იმედი მაქვს, რომ ეს უბრალოდ ცუდი სცენარია და ყველაფერი კარგად იქნება, ადამიანების პასუხისმგებლობის წყალობით.

პანიკა არ გვჭირდება, მაგრამ ვირუსთან თამაში ჩვენ არ შეგვიძლია. ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ სწორი რამ და არ გავანადგუროთ ჩვენი ქვეყანა. ასევე, იმედი მაქვს, რომ პროფესორ სოტირის ციოდრასს ტელეეკრანებზე აღარ ვიხილავთ, რადგან ეს ცუდის ნიშანი იქნება.

გვექნება უსერიოზულესი პრობლემები, თუკი ბოლო დღეებში არსებული ტენდენციები არ შეიცვლება. საჭიროა დისტანციის დაცვა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გამოჩენა,” განაცხადა ცნობილმა პროფესორმა.

 

 

onalem

ტესტ