fbpx
საზოგადოება

ექსკლუზივი: საბერძნეთის პოლიციამ ეჭვმიტანილი ქალის ვინაობა დაადგინა – რამ “უღალატა” მას?!

შეგახსენებთ, რომ კალითეაში მჟავით თავდასხმის შედეგად 34 წლის იოანა პაპასპირუმ სახეზე 93%-იანი დამწვრობა მიიღო. მას თითქმის მთლიანი სახე აქვს განადგურებული და გარდა ამისა, უმძიმესია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. გოგონას გვერდიდან არ შორდება დედა და ძმა, რომლებსაც ამ დრომდე აწუხებსთ კითხვა – რატომ?!

ექსკლუზიური ინფორმაციით, ათენის უსაფრთხოების დეპარტამენტისა და კალითეას პოლიციის განყოფილების მიერ წარმოებული გამოძიების საფუძველზე მოხერხდა ქალის ვინაობის დადგენა, რომელმაც, სავარაუდოდ, 34 წლის იოანაზე უსასტიკესი თავდასხმა განახორციელა და ცხოვრება გაუნადგურა.

ირკვევა, რომ გამოძიებაში დარჩენილია მხოლოდ ერთი ეტაპი – ეჭვმიტანილს დაუმტკიცონ დანაშაული, დაამტიცონ, რომ ნამდვილად არის ის “სატანა”, როგორც ბერძნული მედია წერს, რომელმაც მწველი ნივთიერება გამოიყენა, რომ სხვისი გარეგნობა სამუდამოდ დაემახინჯებინა.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ თავდამსხმელი დანაშაულს კარგად გეგმავდა, სწავლობდა არა მხოლოდ იოანას სამსახურის ტერიტორიას, არამედ ყველა იმ ადგილს, სადაც მას გავლა მოუწევდა. ინტერნეტში ნახულობდა კამერებს, თუ სად იყო “ბრმა” კამერები და სად მაღალი რეზოლუციის. ადგილზე მისვლისას მან გათიშა მობილური ტელეფონიც, თუმცა, სწორედ ტელეფონი გახდა ის საშუალება, რომლითაც მისი ვინაობის დადგენა მოხერხდა.

მან ტაქსის გამოსაძახებლად პაპასპირუს სამსახურის შენობის მოპირდაპირე მხრიდან დარეკა, თუმცა, მას შემდეგ უკვე მობილური ტელეფონის კავშირი წყდება. ამის გამო ვერ ხერხდება დადგენა, თუ სად წავიდა და ვის შეხვდა დანაშაულის ჩადენის შემდეგ შავებში ჩაცმული ქალი.

დამატებითი ინფორმაცია გამოძიების განვითარების შემდეგ გახდება ცნობილი.

ასევე შეგახსნებთ, რომ პროცესი დროში გაიწელა, ვინაიდან პოლიცია დაახლოებით 10.000 ზარს შორის ცდილობდა ეჭვმიტანილის დანარეკის აღმოჩენას.

onalem

ტესტ