fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთში კორონავირუსი დაბრუნდა – ინფიცირების შემთხვევებმა 4 დღეში დრამატულად იმატა

უდაოა, რომ საბერძნეთმა წარმოუდგენელი წარმატებით გაართვა თავი კორონავირუსის პირველი ტალღის კრიზისს და ბოლო თვის მანძილზე სულ თითო ოროლა ახალ შემთხვევას ითვლიდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მუდმივად სიფხიზლისა და დისტანციის დაცვისკენ მოგვიწოდებდნენ, რაც როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილმა ეს არ გაითვალისწინა.

სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ბოლო 4 დღის მანძილზე საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც ნახევარზე მეტი (52) მხოლოდ და მხოლოდ გუშინ, 8 ივნისს დაფიქსირდა. აქედან 18 მათგანი არის ბერძენი, რომელიც საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა.

ყველაზე კრიტიკულ წერტილად ახლა ქსანთი სახელდება, სადაც ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, შემდეგ მოდის კოზანი, პტოლემაიდა, ფთიოტიდა, მაგნისია და არკადია.

ამ ეტაპისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანიზაცია სრული მობილიზებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და მთავარი მიზანი ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩატარებაა. ხელჩასაჭიდი, რითიც საბერძნეთის მთავრობა კრიტიკული ეპიზოდების მართვას აპირებს, არის ლოკალური ანუ ადგილობრივი კარანტინი.

თუკი რომელიმე კუნძულზე დაფიქსირდება ინფიცირების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა, იქ გამოცხადდება კარანტინი, ხოლო ტურისტებსა და ადგილობრივებს ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 4 დღის მანძილზე საბერძნეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ჯამში კი ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 182-ს უდრის.

onalem

ტესტ