fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთში ინფიცირების შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა – არის თუ არა შფოთვის საფუძველი დღევანდელი რიცხვები?!

დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 43 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, რაც ბოლო დღეების მანძილზე არსებულ რიცხვებთან შედარებით, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ასევე, ფიქსირდება 1 ადამიანის გარდაცვალება, რეანიმაციაში კი 11 პაციენტი რჩება.

უმნიშვნელოვანესია აღვნიშნოთ, რომ ინფიცირებულებიდან 20 სერბეთიდან შემოსული ტურისტია ანუ ეს არის ე.წ. “იმპორტირებული” შემთხვევები, ხოლო 16 ფიქსირდება ადგილზე.

ინფექციური დაავადებების პროფესორი, ხარალამბოს გოგოსი ტელეკომპანია Mega-სთან ვირუსის გავრცელების გზებზე კონკრეტულად საუბრობს.

ამასთანავე, პრობლემად რჩება იმ ადამიანთა, კერძოდ, ტურისტთა ქმედებები, რომლებიც არ თანამშრომლობენ სახელმწიფოსთან. როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსით ინფიცირებული ტურისტი კუნძულ კრეტაზე სამი დღის მანძილზე თავისუფლად დადიოდა ქუჩაში და მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდებოდა.

ემ ეტაპისთვის საბერძნეთში სიტუაცია ზოგადად კონტროლირებადია და ინფიცირებულთა “დაჭერა” ხდება უმოკლეს დროში, შემდეგ კი ისინი იზოლაციაში შედიან. შესაბამისად, მეცნიერები ვირუსის “იმპორტს” ლოგიკურად მიიჩნევენ და უმთავრეს ამოცანად მისი გავრცელების შეჩერებას თვლიან.

onalem

ტესტ