fbpx
კრიმინალი

სკანდალური საქმე ათენში: 44 წლის მასწავლებელი საკუთარ 14 წლის მოსწავლესთან ურთიერთობის ბრალდებით დააკავეს

საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია საქმემ, რომლის შესახებაც სულ ახლახანს გახდა ცნობილი. ათენში, კერძოდ, ილიუპოლის ტერიტორიაზე, დააკავეს 44 წლის მამაკაცი, რომელიც სკოლაში ფიზიკა-მათემატიკას ასწავლიდა და საკუთარ 14 წლის მოსწავლესთან ურთიერთობა ჰქონდა.

დაკავებული დაოჯახებულია და ორი შვილი ჰყავს. როგორც ირკვევა, მას თავის არასრულწლოვან მოსწავლესთან დაახლოებით 1 წლის მანძილზე ჰქონდა ურთიერთობა. ისინი ერთმანეთს ათენის ჩრდილოეთ გარეუბნებში ხვდებოდნენ ხოლმე ისე, რომ გოგონას მშობლებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ამის შესახებ.

თუმცა, გუშინ არასრულწლოვნის დედამ ისინი შემთხვევით დაინახა ერთად და მაშინვე პოლიციაშ დარეკა.

44 წლის მამაკაცმა რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ ბრალი აღიარა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მამაკაცმა თავიდან ფლირტით დაიწყო და გოგონა მალევე დაარწმუნა, რომ ერთად ყოფილიყვნენ, რამდენიმე თვის შემდეგ კი, იმაზეც დაიყოლია, რომ ინტიმური კავშირი ჰქონოდათ.

14 წლის მოზარდის ტელეფონში მათი საერთო ფოტოები აღმოაჩინეს.

დაკავებულს არასრულწლოვანთან ინტიმური კავშირის დამყარების ბრალდებით გაასამართლებენ.

 

onalem

ტესტ