fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“კორონავირუსი მოსახლეობის დიდ ნაწილს ემუქრება” – ათენის საავადმყოფოს პნევმოლოგი

“კორონავირუსი ერთი ვირუსია, როგორც გრიპი და ის მოსახლეობის დიდ ნაწილს ემუქრება. ამავე დროს, არ უნდა იყოს პანიკა, რადგან ამ დროისთვის ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის,” ასეთ განმარტებას აკეთებს Mega-ს საშუალებით ათენის საავადმყოფო “სოტირიას” პნევმოლოგი, გიორგოს ხილასი.

როგორც ხილასი ამბობს, მთავარია, რომ ერთდროულად ძალიან ბევრი ადამიანი არ დაავადდეს, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს საავადმყოფოებს იმ მხრივ, რომ ექიმები და ექთნები არ იქნებიან საკმარისი რაოდენობით, რომ გაუმკლავდნენ თითოეულ შემთხვევას.

“ახლა ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ სამედიცინო სტრუქტურები. იმისთვის, რომ სამედიცინო პერსონალმა ამ ყველაფერს გაუძლოს, უნდა მოხდეს ეტაპობრივად. ჩვენ, როგორც საბერძნეთის უდიდეს პნევმოლოგიურ საავადმყოფოს, გვიწევს გავუმკლავდეთ სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც ნახევარ საბერძნეთს აწუხებს. მოვინახულოთ 100 პაციენტი დღეში, რათა კორონავირუსზე შევამოწმოთ.

ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ვახველებ, მაქვს სიმპტომები, ანუ მოვდივარ საავადმყოფოში. არა! დარჩით თქვენს სახლში! ყოველდღიურად 100 ანალიზს ვიღებთ და აქედან მხოლოდ 1 ამოდის დადებითი კორონავირუსზე. ისინი, ვინც საავადმყოფოში სუსტი სიმპტომებით მოდიან, უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, დაინფიცირდნენ სწორედ იქ ყოფნისას,” ამბობს პნევმოლოგი.

რაც შეეხება იტალიასთან შედარებას, როგორც ხილასი აცხადებს, საბერძნეთი ბევრად ორგანიზებულად შეხვდა ვირუსს და სწრაფად იმუშავა პრევენციაზე.

onalem

ტესტ