fbpx
საზოგადოება

38 წლის ბერძენი ქალი, რომელიც კორონავირუსით პირველი დაინფიცირდა, თითქმის გამოჯანმრთელდა

გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ქალი, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ ბერძენად ითვლება, საავადმყოფოს კვირის ბოლომდე დატოვებს. როგორც ირკვევა, გამოჯანმრთელების გზაზეა მისი ვაჟიც, რომელიც ასევე მალე გაეწერება.

ექიმების ცნობით, ქალმა და მისმა შვილმა ვირუსი გადაიტანეს და მკურნალობის გაგრძელება უკვე სახლში შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ ΑΧΕΠΑ-ს საავადმყოფოში საერთო ჯამში 8 ინფიცირებულია მოთავსებული. 6 პაციენტის მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია.

“ჩვენ მზად ვართ, რომ გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს. ყველას მოვუწოდებ დიდი სიშვიდისკენ, პანიკა არ არის საჭირო. ამავე დროს აუცილებელია საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა. როდესაც ვინმე მიიღებს ინსტრუქციებს, აუცილებლად უნდა მიჰყვეს მათ. გვაქვს კარგად ორგანიზებული გეგმა და მოდით, შევასრულოთ ის,” აცხადებს ΑΧΕΠΑ-ს რეფერალური ცენტრის ხელმძღვანელი.

 

onalem

ტესტ