fbpx
საბერძნეთი

ბერძნული გემი, “Blue Star Mykonos”, კარანტინშია – ბორტზე 341 მგზავრი იმყოფება

გავრცელებული ინფორმაციით, ბერძნული გემი, “Blue Star Mykonos”, კუნძულ ლემნოსზე კარანტინშია. აღნიშნული ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.

ყველაფერი ოთხშაბათს ღამით დაიწყო, როდესაც გემი კავალას პორტიდან ლიმნოსისა და მიტილინის მიმართულებით რეისს ასრულებდა. ეკიპაჟის წევრმა თავი შეუძლოდ იგრძნო და დაუყოვნებლივ შეატყობინა კოლეგებს, რის შემდეგაც ლიმნოსზე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის გემზე კარანტინში 341 მგზავრი და ეკიპაჟის 77 წევრი იმყოფება, ვიდრე პაციენტს დიაგნოზს დაუსვამენ.

onalem

ტესტ