fbpx
საბერძნეთი

ცვლილებები დღეიდან: რა აკრძალვები იხსნება 28 ივნისიდან საბერძნეთში?!

როგორც სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნიკოს ხარდალიასმა წინა კვირაში განაცხადა, 28 ივნისიდან საბერძნეთში მნიშნელოვანი ცვლილებები შედის ძალაში.

კერძოდ, დღეიდან, ორშაბათიდან:

ვაქცინის ორივე დოზით აცრილი ადამიანები თავისუფალნი არიან თვითტესტირების ვალდებულებისგან.

28 ივნისს ასევე უქმდება აკრძალვა გადაადგილებაზე, რომელიც ღამის საათებში მოქმედებს.

28 ივნისიდან 1 მაგიდასთან დასაშვები იქნება 10 ადამიანის ყოფნა.

დღეიდან ორგანიზებულ პლაჟებზე დასაშვები იქნება 120 ადამიანის ყოფნა ყოველ 1.400 კვადრატულ მეტრზე.

უკვე მოხსნილია პირბადის ღია სივრცეში ტარების ვალდებულება, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის წარმომადგენლებს არ სურთ არასწორი მესიჯის გაგზავნა საზოგადოებისთვის, რომ ვინაიდან ეს ვალდებულება იხსნება, ის საერთოდ აღარ არის საჭირო. მას კვლავ ვატარებთ დახურულ სივრცეებში, რადგან პანდემიასთან ბრძოლაში ერთ-ერთ ძლიერ იარაღად რჩება.

დღეს გამოქვეყნდება ინფორმაცია იმ გადაწყვეტილებების შესახებაც, რომლებიც მთავრობამ ვაქცინირებული პირებისთვის მიიღო. ეს გულისხმობს მათთვის მეტი თავისუფლებისა და პრიორიტებების მინიჭებას, ასევე, იმ ადამიანებისთვის სტიმულის მიცემას, რომლებიც ჯერ კიდევ არ აცრილან.

onalem

ტესტ