fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

სად იმალება ყველაზე დიდი საფრთხე?! – მედიცინის პროფესორის, თანოს დიმოპულოს საგანგებო განცხადებები

მედიცინის პროფესორს, თანოს დიმოპულოს, ისევე როგორც სხვა ექსპერტებს, საბერძნეთში ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების მომატებული შემთხვევები აშფოთებს.

“დღეს ჩვენ ძალიან გაზრდილი რიცხვები გვაქვს და როგორც ხედავთ, ეს არანაირად არ უკავშირდება ტურისტების შემოსვლას. საზღვრებზე ხორციელდება კონტროლი და ჩატარებული ტესტების პასუხები ცხადყოფს, რომ ვირუსი უფრო მეტად ვრცელდება ქვეყნის შიგნით.

ვირუსის გადადება ხდება წვეთების საშუალებით და ეს წვეთები ვრცელდება 1.5 მეტრზე, როდესაც ადამიანი ახველებს, აცემინებს ან კიდევ უბრალოდ საუბრობს ან იცინის. სწორედ ამიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ აუცილებელია 1.5-2 მეტრიანი დისტანციის დაცვა სხვებისგან.

ყველაზე დიდი საფრთხე კი იმალება იმ მდგომარეობაში, რასაც ჰქვია ასიმპტომატურობა. ამიტომ უნდა ვატაროთ ნიღაბი და დავიცვათ დისტანცია!

თავიდან უნდა იქნეს არიდებული ხალხით გადატვირთული სიტუაციები, რადგან კორონავირუსის გავრცელებას აქვს დომინოს პრინციპი. ეს უკვე ვიხილეთ კავალასა და თესალონიკის ქორწილების მაგალითებზე. საკმარისია 1 ინფიცირებული, რომ მეორე დღეს უკვე ათობით დაავადებული გამოვლინდეს,” აცხადებს პროფესორი.

ამრიგად, როგორც დიმოპულო ამბობს, ასიმპტომატური პაციენტები ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. შესაძლოა ადამიანს წარმოდგენაც არ ჰქონდეს, რომ ინფიცირებულია, რა დროსაც ის, შესაბამისად, არ უფრთხილება სხვებს და არ იცავს უსაფრთხოების ზომებს. აი სწორედ აქ ეცემა დომინოს პირველი ქვა.

 

onalem

ტესტ