fbpx
საზოგადოება

პირველი კადრები ავიაკატასტროფის ადგილიდან – თვითმფრინავს 19 წლის ბიჭი მართავდა

როგორც უკვე ცნობილია, სერესში, სოფელ პროტიში, ერთძრავიანმა თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა.

ვრცელდება პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან და როგორც ირკვევა, თვითმფრინავს 19 წლის ბიჭი მართავდა, რომელიც სიკვდილს გადაურჩა. სხვა მგზავრი მას არ ჰყოლოა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაზუსტებით მისი მდგომარეობის შესახებ ცნობები არ არის. ერთადერთი, რასაც ადასტურებენ არის ის, რომ აღენიშნება მოტეხილობები.

თვითმფრინავი დასახლებულ ადგილას ჩამოვარდა, თუმცა, სოფლის არცერთი მაცხოვრებელი არ დაშავებულა.

onalem

ტესტ