fbpx
საბერძნეთი

საგაზაფხულო ამინდი საბერძნეთში – ტემპერატურა ამ კვირაში კიდევ უფრო მოიმატებს

საბერძნეთში სეზონისთვის უჩვეულოდ თბილა და სუსხიანი ზამთარი ჯერ კიდევ არ დამდგარა. როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, საზაგაფხულო ამინდი ჯერ კიდევ რამდენიმე დღის მანძილზე შენარჩუნდება და მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს კიდეც.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ტემპერატურა ხუთშაბათიდან მოიმატებს და პარასკევსა და შაბათს ზოგიერთ რეგიონში 20 გრადუსსაც კი გადააჭარბებს.

მიუხედავად ამისა, სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ამინდი შეიცვლება 19-20 დეკემბრიდან და ტემპერატურა სეზონისთვის დამახასიათებელ დონეს დაუბრუნდება. შობას, როგორც საბერძნეთისთვის არის დამახასიათებელი, თოვლსა და ყინვას, რა თქმა უნდა, არ უნდა ველოდოთ.

ათენში ნალექი მოსალოდნელია ხვალ და ზეგ მხოლოდ დილის საათებში, ჰაერი კი, 14-17 გრადუსამდე გათბება, ხუთშაბათიდან 19 გრადუსს მიაღწევს, შაბათ-კვირას ამინდი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

 

onalem

ტესტ