fbpx
საბერძნეთი

დაუჯერებელი თაღლითობა ათენში: მამაკაცი, რომელიც ომონიაზე ქუჩაში ცხოვრობდა, თავს ბიზნესების მმართველად ასაღებდა და 120.000 ევრო მიითვისა

ბერძნული მედია თაღლითობის დაუჯერებელი შემთხვევების შესახებ იუწყება, რომელიც ატიკასა და კრეტაზე ხდებოდა და გაცემულია დაკავების მინიმუმ 14 ორდერიი. როგორც ირკვევა, ორგანიზაცია მოქმედებდა 2021 წლის 24 მარტიდან და საერთო ჯამში მიითვისეს 120.000 ევრო, სხვა ადამიანების ონლაინ-ბანკინგზე წვდომის საშუალებით.

ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი იყო 48 წლის მამაკაცი, რომელსაც დაწყებითი კლასებიც კიარ ჰქონდა დასრულებული სკოლაში და თავს 49 ბიზნეს დაწესებულების მმართველად ასაღებდა. მისი აღიარების მიხედვით, ის ომონიის ქუჩებში თვეები ცხოვრობდა უსახლკაროდ და სწორედ იმ პერიოდში ერთ-ერთმა ბუღალტერმა შესთავაზა, რომ თავი გაესაღებინა ბიზნეს-მენეჯერად, საუბარი იყო არარსებულ დაწესებულებებზე.

მას გარდა, კიდევ დააკავეს ოთხი პირი, ათენსა და პირეაზე, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს, რადგან 15.000 და 5.000 ევროს ოდენობის გირაოები შეიტანეს. ცხადია, აკრძალული აქვთ ქვეყნის დატოვება და თვეში ორჯერ უნდა გამოცხადდნენ პოლიციის განყოფილებაში.

ამ დრომდე იდენტიფიცირებულია 7 მსხვერპლი, რომელთა ანგარიშებზე წვდომაც ბრალდებულებმა მოიპოვეს და ჯამში 12.000 ევრო მიითვისეს.

onalem

ტესტ