fbpx
საზოგადოება

ათენის ცენტრში 5 დღის ჩვილი იპოვეს: არსებული ვარაუდით, ის ემიგრანტის მიტოვებულია

გავრცელებული ინფორმაციით, ათენის ცენტრალურ პარკში, პედიონ ტუ არეოზე, მიტოვებული ახალშობილი იპოვეს.

როგორც ირკვევა, ჩვილი გამვლელებმა შენიშნეს და მაშინვე პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ცენტრში დარეკეს.

ექიმების თქმით, ბავშვი მაქსიმუმ 5 დღის არის და ამ ეტაპისთვის მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან.

პოლიცია ცდილობს გამოიძიოს, თუ ვინ არიან მისი მშობლები და რა გარემოებებმა აიძულათ მისი მიტოვება. ჩვენებების მიხედვით, ის, ვინც ჩვილი მიატოვა, უცხო ქვეყნის მოქალაქე, ანუ, ემიგრანტია.

დამატებითი ცნობები გამოძიების განვითარების შემდეგ ეტაპზე გავრცელდება.

 

onalem

ტესტ