fbpx
საზოგადოება

უფასო დასვენება საბერძნეთის მთავრობისგან – როგორ შევავსოთ განაცხადი?!

ΟΑΕΔ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი განაცხადების შესავსებად უკვე გაიხსნა. საბერძნეთში მცხოვრებ ათასობით ადამიანს, მათ შორის, ლეგალურად მყოფ ემიგრანტებს, აქვთ შანსი დაისვენონ ქვეყნის სხვადასხვა კუნძულზე უფასოდ, მთავრობის დაფინანსებით. თუმცა, ცხადია, აღნიშნულ პროგრამას აქვს კრიტერიუმები, რომლებსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეთ.

“სოციალური ტურიზმი” – ასეთია პროგრამის სახელწოდება, რომელიც ითვალისწინებს 14.000-მდე ადამიანის საზაფხულო დასვენების უზრუნველყოფას 2019-2020 წლების სეზონის ფარგლებში.

განაცხადის შევსება შეუძლიათ:

  1. ოფიციალურად (ΕΦΚΑ) დაზღვეულ პირებს, ვისაც ოფიციალურად ნამუშევარი აქვთ 50 კალენდრული დღე მანამდე, ვიდრე აღნიშნული პროგრამა ამოქმედდებოდა, ანუ გუშინდელ დღემდე.
  2. მათ, ვინც OAED-ისგან იღებდა სპეციალურ დახმარებას 50 დღის მანძილზე – ειδικής παροχής προστασίας μητρότητας.
  3. ოფიციალურად დაზღვეულ პირებს, ვინც ΟΑΕΔ-ისგან იღებდა ჩვეულებრივ ყოველთვიურ უმუშევრობის დახმარებას ორი თვის მანძილზე მაინც.
  4. პირებს, რომლებიც დარეგისტირირებული არიან უმუშევრებად შეზღუდული შესაძლებლობების ქონის ფონზე OAED-ის სპეციალურ დეპარტამენტში.განაცხადების შევსება შესაძლებელია როგორც ელექტრონულ მისამართზე http://www.oaed.gr/-/enarxe-ypoboles-aiteseon-sto-programma-koinonikou-tourismou-periodou-2019-2020 ასევე, OAEΔ-ის ოფისებში.

ბოლო ვადა: ელექტრონული რეგისტრაციისას 14 ივნისი, ხოლო ოფისებში რეგისტრაციისას 18 ივნისი, 13:00 სთ.

ბენეფიციარები უზრუნველიყოფიან უფასო საცხოვრებლით 1-5 დღის მანძილზე, ხოლო მათ, ვინც აირჩევს კუნძულებს: სამოსს, ლესვოსს, ხიოსს, ლეროსს და კოსს, შეუძლიათ დარჩნენ 10 დღის მანძილზე.

onalem

ტესტ