fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: სამხედრო მოსამსახურე ქალი საკუთარ 3 წლის შვილს მანქანით დაეჯახა და მოკლა

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკული ინციდენტი ლარისას საჰაერო სამხედრო ძალების 110 ბაზაზე მოხდა. ქალმა, რომელიც აღნიშნულ ბაზაზე მსახურობს, საკუთარი სამი წლის შვილი, შემთხვევით, მანქანით გაიტანა, რის შედეგადაც ბიჭი გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობებით, ინციდენტისას ქალი უკანა სვლით გადაადგილებას ცდილობა, რა დროსაც შვილი ვერ დაინახა და მას ძლიერად დაეჯახა. ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ კი, ბიჭი საავადმყოფოში სასწრაფოდ წაიყვანა, სადაც მისი გარდაცვალება დადასტურდა.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით, ის ხუთი შვილის დედაა. ერთ-ერთი გასულ წელს სახლის აივნიდან გადმოვარდა, თუმცა, გადარჩა, რადგან მისი დაჭერა შეძლეს.

onalem

ტესტ