fbpx
მსოფლიო

ლონდონი: პოლიციელი, რომელმაც უსახლკარო ბერძენ კაცს სიკვდილის უფლება მისცა, გაათავისუფლეს

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონში, პოლიციის განყოფილებასთან უსახლკარო მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც ბერძენი აღმოჩნდა. მისი სიკვდილის მიზეზი ჰიპოთერმია გახდა.

კერძოდ, 63 წლის პერიკლის მალაგარიდისს ჰითროუს აეროპორტის კუთხეებში ეძინა ხოლმე, თუმცა, ამ საბედისწერო დღეს პოლიციის განყოფილებაში მივიდა, რათა თავისი ძაღლი დაებრუნებინა, რომელიც იმის გამო წაიყვანეს, რომ მალაგრადისი ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

63 წლის მამაკაცი განყოფილებიდან კინწის კვრით გამოაგდეს, რადგან შენობაში სიგარეტი აანთო, ეს კი აკრძალულია.

სამწუხაროდ, მალაგარადისს მთელი ღამის გათენება გარეთ მოუწია და მხოლოდ დილის 05:30 საათზე ის უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ კი, მისი სიკვდილი დადასტურდა.

ინციდენტი 2016 წლის 4 მარტს მოხდა. აღმოჩნდა, რომ პოლიციელი, რომელსაც მამაკაცის დახმარება შეეძლო, ამ დროს ფილმის ყურებით იყო დაკავებული და ის სრულიად უყურადღებოდ დატოვა.

დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ბრალის დამტკიცების საფუძველზე, ის სამსახურიდან მოხსნეს.

onalem

ტესტ